Tuesday, June 28, 2016


მწერები
გაკვეთილის თემა

მე-7 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
7 მოსწავლე
დრო/ხანგრძლივობა
45წ.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლე შეძლებს:
ვარაუდების გამოთქმას,კონტექსტური გასაღებების ამოცნობასა და გამოყენებას ტექსტის შინაარსის გაგებისათვის.
გამოიტანოს სათანადო დასკვნები;
განუვიტარდება გაგება-გააზრების,ლოგიკური,შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევები;
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ლექსიკის და ლექსიკონის გაუმჯობესება.
კავშირი საგნებთან
ბუნება.
ე.ს.გ.მისაღწევი შედეგები
ქ.მ.IV.1.  მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და ინსტრუქციების გაგება.
ქ.მ. IV.9.  მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული შემეცნებითი ხასიათის მიკროტექსტების წაკითხვა და გაგება.
. მ. IV.10.  მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ფლობის ელემენტარული უნარ-ჩვევა.
ქ.მ.IV.13. მოსწავლეს
შეუძლია
გარკვეული
საყრდენების
დახმარებით
სხვადასხვა ტიპის
მარტივი ტექსტის
წერა.
ქ.მ. IV.15. მოსწავლეს
შეუძლია ტექსტების
ზეპირად თქმა და
ლექსიკური ცოდნის
გამოვლენა.
ქ.მ. IV.16. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში
მონაწილეობის მიღება.


წინარე ცოდნა
მოსწავლე ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს,ხმამაღლა გაბმულად კითხულობს ტექსტებს.შეუძლია შეადგინოს და დაწეროს მცირე ზომის დიალოგები და სწორად გამოიყენოს გრემატიკა.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
დაბეჭდილი ტექსტები დაკარგული სიტყვებით ცხრილები,ფურცლები ტესტური სავარჯიშოებისთვის,დაფა,ცარცი.
გაკვეთილის მსვლელობა საკლასო მენეჯმენტი
მასწავლებელი ურიგებს დაბეჭდილ ფურცლებს დაკარგული სიტყვების ცხრილებით.აფრთხილებს ყურადღებით გაეცნონ სავარჯიშოებს.ინდივიდუალურად შესრულების შემდეგ ისინი გუნდურად ამოწმებენ ნაპოვნი სიტყვების სისწორეს და ასწორებენ.
აქტივობა 1.,,დაკარგული სიტყვების“განხილვა:
მოსწავლეები განიხილავენ დავალების დროს შესრულებულ ცხრილებს,სიტყვების ვარიანტებს,გამოცნობილ სიტყვების რაოდენობას და მსჯელობენ,თუ როგორ ამოიცნეს ეს სიტყვები,რა დაეხმარათ ამისათვის.
აქტივობა 2. შემაჯამებელი კითხვები:
მწერების როგორი სახეობა ვისწავლეთ?
რომელი მწერებია ადამიანებისათვის სასარგებლო?
როგორი მწერია ფუტკარი?...
მასწავლებელი განიხილავს მოსწავლეების მოტანილ საინტერესო ფაქტებს.
აქტივობა 3. ცნების რუკა:
მოსწავლეთა მცირე ჯგუფები შეფმნიან ცნების რუკებს შემდეგისიტყვების გამოყენებით:მწერები,ფუტკარი წარმოადგენენ პრეზენტაციებს.მასწავლებელი შეაფასებს მათ ნაშრომებს.
აქტივობა 4.რაფთი:
მასწავლებელი ურიგებს წებოვან ფურცლებს და სთხოვს მოსწავლეებს შეასრულონ წერითი დავალება რაფთ ფორმაში.მათ უნდა მიწერონ წერილი რომელიმე სასარგებლო მწერს(ფუტკარს).წერილში ახსნან თუ რატომ მოისურვეს მისთვის მიეწერათ წერილი.დასრულებულ წერილებს აკრავენ ცნების რუკებზე.მასწავლებელი აკითხებს თავიანთ ნაშრომებს.
შეფასების საგანი და პროცედურები
მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასებას დაკვირვების საფუძველზე,თუ:
.როგორ შეავსეს მოსწავლეებმა დაკარგული სიტყვები,რამდენად მრავალფეროვანი სიტყვები წარმოადგინეს და ემთხვევა თუ არა კონტექსტს.
რამდენად გაართვეს თავი,კითხვის შერჩეულ სტრადეგიას, ,,დაკარგულ სიტყვებს.“(შეავსეს ცხრილები,შეადარეს სწორი და არასწორი ვარიანტები.გამოიტანეს დასკვნები,როგორ მიაგნეს სიტყვებს.)
როგორ ასრულებენ წერით დავალებას და რა ფორმატით.,,წერილი სასარგებლო მწერს.(რამდენად შემოქმედებითად გადმოსცემენ საკუთარ აზრს.)
შესაძლებელია მოცემული მიმართულებები კრიტერიუმებადაც ჩამოვაყალიბოთ და წარმოვადგინოთ შეფასების რუბრიკის სახით.

No comments:

Post a Comment