სასწავლო
პროექტი - მწერები
1.
პროექტის სახელი: მწერები
2.
პროექტის მიზანი:
ამოიცნონ დააღწერონ მწერები თავის საცხოვრებელი გარემოს
და სარგებლობის მიხედვით.ინდივიდუალური დაკვირვების უნარ-ჩვევის განვითარება.
3. პროექტის
აღწერა: I გაკვეთილზე გონებრივი იერიშით დავასახელებინოთ ბავშვებს მწერები.ვაჩვენოთ
სლაიდ შოუ და მოვახდინოთ მწერების ამოცნობა.II გაკვეთილზე გასვლა სკოლის ეზოში და მწერების მოძებნა.დაკვირვება
მათ ვიზუალზე და საცხოვრებელ გარემოზე.დისკუსია მიღებულ შთაბეჭდილებებზე.მივცეთ დავალება
ბავშვებს,რომ მოიძიონ ინფორმაცია და ჩაწერონ საშინაო დავალების რვეულებში საბავშვო
ენციკლობედიიდან.III გაკვეთილზე ჩავატაროთ ჯგუფური მუშაობა.(თითოეულ ჯგუფს მივცეთ სხვადასხვა
მწერის დახასიათება,მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით გააკეთონ პრეზენტაცია.)მივცეთ დავალება,რომ
მკვდარი რომელიმე მწერი იპოვონ,ჩასვან კოლბაში და მოიტანონ მომდევნო გაკვეთილზე.IVგაკვეთილზე მოძიებული
მწერებით ვაკეთებთ მწერების ჰერბარიუმს.
4.პროექტის აქტუალობა: როექტით მიღებული ცოდნა მოსწავლეებს გაუფართოებს თვალსაწიერს, გარკვეულ წარმოდგენებს შეუქმნის მწერებზე,ასევე მოსწავლეები შეძლებენ განასხვავონ მავნე და სასარგებლო მწერები
(ფუტკარი,ხოჭო,ჭიანჭველა,პეპელა,ბუზი,კალია,ჭიამაია,ტარაკანი და სხვა) გაიგებენ მათ მნიშვნელობას ცხოვრებაში
5.პროექტის მიზნები:
§ მწერების ყოფა-ცხოვრებისა და ვიზუალური მხარეების გაცნობა-შესწავლა .
§ მოსწავლეებში მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება და თვალსაწიერის გაფართოება.
§ საქართველოში არსებული მწერების მიმოხილვა.
მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს შემეცნებით ლიტერატურაში,ბუკების საშუალებით ინტერნეტში,იმუშავებენ ინდივიდუალურად,წყვილებში,ჯგუფებათ და გააკეთებენ 3 ჯგუფად პრეზენტციას,თუ როგორ აღიქვეს და დაინახეს მწერები.
6.მონაწილეთა
ასაკი: VIII კლასი (14-15
წლის)
7.ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 კვირა.
8.მოსალოდნელი
შედეგები/პროექტები რაც შეიძლება შეიქმნას:
ცოდნის დაგროვება
მწერებზე,კლასიფიკაცია მწერების საცხოვრებელი გარემოს მიხედვით.
9.სარგებელი
სხვებისთვის: მავნე მწერების თავიდან აცილებაში დახმარება თანამშრომლობა.
10. სამუშაო
ენა: ქართული როგორც მეორე
ენა.
11.საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთა/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მშობლიური ენა (სომხური
ენა).
12.პროექტის
ხელმძღვანელი: ნინო ირიციან
13.ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა: nino.iritsyan@gmail.com
No comments:
Post a Comment